გორის მაგისტრალზე ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი სასწრაფო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, “ნისანის” მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა.

​როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. საპატრულო პოლიცია ავტობანზე მოძრავ მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები