მსოფლიოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კოვიდ 19-ს უკვე 1 001 644 ადამიანი ემსხვერპლა.

შესაბამის სტატისტიკას ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი ავრცელებს.

რას შეეხება ინფიცირებულთა მაჩვენებელს – ვირუსი 33 353 614-ს აქვს დადასტურებული.

ინფიცირების მაჩვენებლით აშშ ლიდერობს, სადაც 7 148 044 პირია დაავადებული, 205 085 გარდაცვლილია.

შემდეგია ინდოეთი 6 145 291 ინფიცირებულით და 96 318 გარდაცვლილით; ბრაზილიაში 4 745 464 დადასტურებული და 142 058 ლეტალური შემთხვევაა; ასევე, მილიონიანი ზღურბლი რუსეთს აქვს გადალახული, სადაც კორონავირუსს 1 154 299 ადამიანი ებრძვის, ხოლო 20 299 გარდაცვლილია.

რაც შეეხება ევროპის კონტინენტს – აქ ყველაზე მეტი ინფიცირებული – 748 266 პირია და 31 411 გარდაცვლილი; შემდეგ მოდის საფრანგეთი 577 980 და 31 744 გარდაცვლილით; სამეულის ბოლოს ბრიტანეთია, სადაც 441 573 ინფიცირების ფაქტია, თუმცა, გარდაცვლილთა სტატისტიკით გაერთიანებული სამეფო ლიდერობს – 42 090.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები