ამირან გამყრელიძე: არც პირბადის და არც პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტი არ არის, ამის წარმოება უკვე საქართველოშიც ხდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პირბადისა და პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტი არ არის.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამჟამად ნახევარი მილიონამდე „პისიარ“ ტესტის მარაგი აქვს.

„რამდენადაც ვიცი, არც პირბადისა და არც პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტი არ არის, ამის წარმოება უკვე საქართველოშიც ხდება. ამიტომ, კლინიკებს ის აქვთ. მაქვს ინფირმაცია, რომ სტრატეგიულ მარაგში სამინისტროსაც შესაბამისი მარაგი უდევს ისევე, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამჟამად, დაახლოებით, ნახევარი მილიონი „პისიარ“ ტესტის მარაგი გვაქვს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები