12 ოქტომბერს საბავშვო ბაღები განაახლებენ ფუნქციონირებას

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 12 ოქტომბერს საბავშვო ბაღები, ხოლო 19 ოქტომბერს პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები განაახლებენ ფუნქციონირებას.

“12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განაახლებენ ფუნქციონირებას საბავშვო ბაღები. 19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველგან სტუდენტები დაბრუნდებიან სასწავლებლებში, შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები არადისტანციურად განაახლებენ ფუნქციონირებას”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა  აღნიშნა,  თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ სურთ, მათმა შვილებმა სწავლა გააგრძელონ დისტანციურად, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები