არჩილ თალაკვაძე: ჩვენი, როგორც აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ მეგობრული ქვეყნის ამოცანა და სურვილია, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული

“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს და იმედი გვაქვს, რომ ეს ესკალაციები დარეგულირდება”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებული პროცესების შეფასებისას აღნიშნა.

მან იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში ვითარება დარეგულირდება და მშვიდი და უსაფრთხო გარემო იქნება.

“მოგეხსენებათ, ჩვენი რეგიონი გამოწვევებით არის სავსე, სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკა საუკუნეების განმავლობაში რჩება დესტრუქციული და რეგიონში არა ერთი მიმდინარე კონფლიქტი არსებობს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აქ ჩვენი საქართველოს, როგორც აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ მეგობრული ქვეყნის ამოცანა და სურვილი არის, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები