კახა კუჭავა: ჩვენ დიდი ბრიტანეთისგან გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმატში

„დიდი ბრიტანეთისგან გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმატში როგორც ფინანსური, ისე – ტექნიკური, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების მიმართულება”, – ამის შესახებ ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მეშვიდე რაუნდი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაიმართა როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე და დიალოგში ჩართული იყო როგორც მმართველი გუნდის, ისე – ოპოზიციის წარმომადგენლები.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო ხშირი იყოს მსგავსი კომუნიკაცია და საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯები,  რათა კიდევ მეტად გაძლიერდეს არსებული ურთიერთობები.

“არის ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო. ამ მხრივაც ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდია დიდი ბრიტანეთის დახმარება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბრეგსითი საბოლოოდ განხორციელდა, გაფორმდა და ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვართ, ვინც მოვაწერეთ ხელი დიდ ბრიტანეთთან პოსტ-ბრექსით თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო ხშირი იყოს ასეთი კომუნიკაცია და საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯები როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენ ეს ურთიერთობები. ჩვენი ელჩი დიდ ბრიტანეთში, სოფიო ქაცარავა გახლავთ ის ადამიანი, ვისაც ძალიან კარგად ესმის იმ ურთიერთობების მნიშვნელობა, რომელიც პარლამენტებს შორის არსებობდა და კიდევ უნდა გაძლიერდეს. ასევე, ახალ ელჩს დიდი ბრიტანეთის საქართველოში, რომელთანაც უკვე მქონდა შეხვედრა, ძალიან საინტერესო გეგმები აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ საერთაშორისო თანამშრომლობებს”, – განაცხადა კახა კუჭავამ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები