“ყველა ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტია. თუ შევადარებთ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვფიქრობ, კამპანია მნიშვნელოვნად კარგად დაიწყო”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა პარტია უნდა ეცადოს, რომ საარჩევნო კამპანიაში ძალადობა აირიდოს.
“ყველა ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტია. თუ შევადარებთ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვფიქრობ, კამპანია მნიშვნელოვნად კარგად დაიწყო. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ფაქტორს, რაც არჩევნებს სირთულეს სძენს ამ წელს. თუ გავითვალისწინებთ პანდემიას, პოლიტიკურ პარტიებს ეს უქმნის სირთულეს შეხვდნენ ამომრჩეველს. ასევე, ყურადღებით ვაკვირდებით ძალადობრივ ინციდენტებს, ეს ჩემ შეშფოთებას იწვევს.
ერთი-ერთი მაგალითია ინციდენტები მაჟორიტარულ კამპანიებზე, რეგიონებში და ასევე თბილისშიც. პარტიის აქტივისტი სცემეს, ეს მაძლევს შეშფოთების საფუძველს, პარტიებმა ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ. არჩევნების შესახებ ქცევის კოდექსზე პარტიებმა სულ ცოტა ხნის წინ მოაწერეს ხელი. ამიტომ, ყველა პარტია უნდა ეცადოს, რომ აირიდოს ძალადობა საარჩევნო კამპანიაში”, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.