“ქართული დასის” წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს
“ქართული დასის” წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პატიმრების შეწყალების მოთხოვნით აქცია გამართეს.
“ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ პატიმრების ოჯახის წევრებს ქვეყანაში შექმნილი უსამართლობის გასაპროტესტებლად 4 ოქტომბერს ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა.
“აქლემის ქურდები ცხოვრობენ კომფორტულად, აგრძელებენ წარმატებით ხაზინისა და ხალხის ძარცვასა და რბევას და ისინი ახლა ემზადებიან პარლამენტში შესასვლელად. ხოლო ნემსის ქურდები, მაგალითად, ჯართის ქურდობაზე რამდენიმე ათასი არასრულწლოვანი იხდის სასჯელს და მათი საქმეების გადასინჯვა და მათ მიმართ მოწყალე თვალით გადმოხედვა ხელისუფლებას არ უნდა. ყველას, ვისაც გაქვთ ეს მძაფრი განცდა უსამართლობისა, მათ შორის, ასევე პატიმართა მშობლებს, პატიმართა ოჯახის წევრებს, მოგიწოდებთ, მობრძანდეთ 4 ოქტომბერს, კვირას 18:00 საათზე ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. რეზიდენციასთან და გავაპროტესტოთ ქვეყანაში შექმნილი უსამართლობა”, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.