ეკა ქობესაშვილი: ჩემი და მიხეილ რამიშვილის სასამართლოში და თუნდაც საგამოძიებო უწყებაში დაბარება არასწორია

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას ოჯახის ადვოკატი, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, ეკა ქობესაშვილი აძლევს.

მისი თქმით, კანონში პირდაპირ წერია, თუ ვის შეიძლება, აღნიშნული მუხლი შეეხოს და რომ ადვოკატების დაბარება არასწორია.

“სასამართლოდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე უნდა გამოვცხადდე. პროკურატურამ კარგად იცის, რა ინფორმაციაც მაქვს, თუმცა, თუ მათ დამატებითი კითხვები აქვთ, შემიძლია, ვუპასუხო. ჩემი და მიხეილ რამიშვილის სასამართლოში და თუნდაც საგამოძიებო უწყებაში დაბარება არასწორია, ჩვენ ვართ ადვოკატები და ჩვენს პროფესიულ საქმიანობას ვახორციელებთ. პროკურატურას არ უნდა ჰქონდეს წვდომა, რა ინფორმაცია გვაქვს ჩვენი დაცვის სტრატეგიასთან. ვფიქრობ, ეს არის არასწორი და ამას ადვოკატთა კორპუსიდან სათანადო გამოხმაურება უნდა მოჰყვეს და, როგორც ვიცი, ისინი სოლიდარობას გვიცხადებენ. ჯობდა, პროკურატურას უფრო მეტი დეტალიზაცია გაეკეთებინა, რადგან ჩვენ მტკიცებულებები არ წარგვიდგენია, ჩვენ წარვადგინეთ ინფორმაცია, არც საქმეში ჩაგვიდია ფოტომასალები, როგორც მტკიცებულება და არც სასამართლოში წარგვიდგენია. აქედან გამომდინარე, ჩვენი დაბარება და ამ საქმეში მონაწილეობა სამართლებრივი უზუსტობაა. ჩვენ ვართ დაცვა და კანონში პირდაპირ წერია მტკიცებულებების ფალსიფიცირების საქმეზე, ვინ შეიძლება, იყოს დანაშაულის ობიექტი”, – განაცხადა ქობესაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები