ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის თითქმის 2 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ორგანიზაციის მონაცემით, 14-20 სექტემბრის პერიოდში მსოფლიოში 1 998 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს კი 36 764 პაციენტი ემსხვერპლა.
ამასთანავე, აღინიშნება, რომ, გასულ კვირასთან შედარებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელს, ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, პლანეტაზე კოვიდ19-ის 31 343 430 დადასტურებული შემთხვევაა, 965 250 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 21 516 481 გამოჯანმრთელდა.