საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით, მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით, საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

ცნობისთვის, პატიმრების დედები საქართველოს პარლამენტის შენობასთან უკვე 2 კვირაა, საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნით შიმშილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები