ავსტრიაში საკარანტინე შეზღუდვები გამკაცრდა

​ავსტრიაში, კორონავირუსის გავრცელების ტემპების ზრდის ფონზე, შემზღუდავი ზომების ნაწილი ისევ აამოქმედეს.

წესების შეეხება სოციალურ კონტაქტებს, მაგალითად, თუ აქამდე კერძო ღონისძიებებზე 50 ადამიანის დასწრება იყო შესაძლებელი, დღეიდან ეს რიცხვი 10-მდე შემცირდა. ამაში იგულისხმება, ფილმების ჩვენება, იოგას კურსები, გამოფენები, ქორწილები.

რაც შეეხება კვების ობიექტებს, ერთ მაგიდასთან მხოლოდ 10 პირის ყოფნაა დასაშვები, ბართან მომსახურება აკრძალულია.

ასევე, სავალდებულოა ღია საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება, რესტორნებში.

გასულ დღე-ღამეში ავსტრიაში კორონავირუსის 621 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 319 – ვენაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები