კახა კალაძე: მეუფეებს უფლება აქვთ, საარჩევნო ღონისძიებებს დაესწრონ, ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ საკუთარი ხედვა

„ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ საკუთარი ხედვა ამ თუ იმ საკითხზე”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას – რამდენად მიზანშეწონილია მეუფეების „ქართული ოცნების” საარჩევნო ღონისძიებაზე დასწრება და ნიშნავს თუ არა ეს მმართველი პარტიის მხარდაჭერას.

კალაძის თქმით, სასულიერო პირებსაც აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება.

„ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ საკუთარი ხედვა ამ თუ იმ საკითხზე. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, ეს იქნება სასულიერო პირი, ბიზნესმენი თუ სხვა დარგის წარმომადგენელი, არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველ პარტიას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები