აშშ-მა მეექვსე თაობის ავიაგამანდგურებელი გამოსცადა – რით უპასუხებს რუსეთი

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების შესყიდვების ერთ-ერთი ხელმღვანლის, უილ როპერის განცხადებით, პენტაგონმა, Next Generation Air Dominance-ის (NGAD) პროგრამის ფარგლებში, მე-6 თაობის ავიაგამანადგურებელი გამოსცადა, კოდური დასახელებით – X.

როპერის თქმით, კონგრესის თანხმობის შემთხვევაში, სამხედრო-საჰაერო ძალები მზადაა, ადგილობრივ წარმოებას წელიწადში 50-80 თვითმფრინავი დაუკვეთოს. როპერის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო- სამრეწველო კომპლექსი ახალი თვითმფრინავების საწარმოებლად მზადაა, თუმცა, ჯერ სამხედროებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენი თვითმფრინავი სჭირდებათ და დროის რა მონაკვეთში. ამერიკული მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ახალი თვითმფრინავების წარმოებაში ტრადიციულ კომპანიებთან (Boeing, Northrop Grumman და Lockheed Martin) ერთად SpaceX -იც ჩართოს, რაც წარმოებას, დაახლოებით, 10 პროცენტით გააიაფებს.
უილ პოპერს ახალი თვითმფრინავის ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები არ გაუსაჯაროებია, არც ის თქმულა, სად ჩატარდა გამოცდა, თუმცა, აღნიშნა, რომ თვითმფრინავში სრულიად ახალი ტექნოლოგიებია გამოყენებული, რაც მის საბრძოლო შესაძლებლობებზეც აისახა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის შეიარაღებაში უკვე წლებია, არის მე -5 თაობის თვითმფრინავები – F-22 და F-35. აშშ-სგან განსხვავებით, რუსეთს მე-5 თაობის მხოლოდ რამდენიმე ერთეული თვითმფრინავი ( SU-57 ) აქვს, რომელიც ჯერ კიდევ ტესტირებისა და გამოცდის რეჟიმშია. ამ თვითმფრინავების წარმოებას ხელს ფულადი რესურსის არქონაც უშლის. არსებული გეგმის თანახმად, სამხედრო – საავიაციო პარკის გადაიარაღება SU-57 -ებით 5-6 წლის წინ უნდა დაწყებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები