პაატა კვიჟინაძე: ხარაგაულს აქვს სწრაფი განვითარების დიდი პოტენციალი – ეს არის, პირველ ყოვლისა, საუკეთესო ბუნება და მასთან დაკავშირებული ტურიზმი

“ხარაგაულს აქვს სწრაფი განვითარების დიდი პოტენციალი – ეს არის, პირველ ყოვლისა, საუკეთესო ბუნება და მასთან დაკავშირებული ტურიზმი”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, პაატა კვიჟინაძემ ხარაგაულში წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს „ქართულ ოცნებას” ალეტერნატივა არ ჰყავს და ეს ბოლო წლებში გაკეთებულმა საქმეებმა დაამტკიცა.

,,მინდა, გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში უამრავი საქმეა გაკეთებული, არნახული საქმე. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა გზებთან დაკავშირებით. გზები კეთდება როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ის გზა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ,,ძირულა, ხარაგაული, ჩუმათელეთის”, გზას და რომლის ღირებულებაც ასობით მილიონია, ძირფესვიანად შეცვლის ხარაგაულის ცხოვრებას – ეს იქნება სწრაფი გადაადგილება, სწრაფი კომუნიკაცია, მოიტანს სხვა ცხოვრებას, სხვა აქტიურობას.

რაც შეეხება ადგილობრივ გზებს – გეტყვით, რომ უმეტეს სოფლებში გზები გაკეთებულია, ხოლო სადაც დარჩენილია, იქ ან დაპროექტება მიმდინარეობს ან მშენებლობა. გაკეთებულია უამრავი სკოლა, ბაღი, ამბულატორიები, იუსტიციის სახლები და ა.შ, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელია. მოსახლეობა შეხვედრების დროს განსაკუთრებით მოითხოვს საუბნო გზებს, წყალს, გაზს – ეს მოთხოვნები ყოველ დღეს ძლიერდება და ეს სწორია იმიტომ, რომ მოსახლეობა ხედავს, მთავრობა აკეთებს საქმეს, ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს საქმეს, შესაბამისად, მოთხოვნაც გასაგებია.

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნებას” აქვს საშუალება, ეს საკითხები ბოლომდე მიიყვანოს იმიტომ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების” დროს დაიწყო ეს საქმეები. გავიხსენოთ წინა წლები და მიხვდებით, ახლა რა კეთდება.

ხარაგაულს აქვს დიდი პოტენციალი სწრაფი განვითარებისა – ეს არის პირველ რიგში საუკეთესო ბუნება და მასთან დაკავშირებული ტურიზმი. ეს არის სატრანზიტო დერეფანი. საქართველოში ყველა კომუნიაკაცია, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხარაგაულზე გადის. სოფლის მეურნეობა და, რა თქმა უნდა, თავად მოსახლეობა, შრომისმოყვარე და უდიდესი გამოცდილებით.

დღეს „ქართულ ოცნებას” ალეტერნატივა არ ჰყავს. ეს ბოლო წლებში გაკეთებულმა საქმეებმა დაამტკიცა, განსაკუთრებით კი გამოჩნდა ბოლო თვეებში, პანდემიის დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო”, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები