ინდოეთში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
ინდოეთში, მახარაშტრას შტატში სამსართულიანი სახლი ჩამოინგრა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ 20 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა, 25-მდე პირი ნანგრევებშია მოყოლილი.
ამჟამად, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.