“ოოოოოპოზიცია” ხალხის დაბოლებას დამპალი ბანანით, მოკბეჩილი მაფინით, აბსურდული დაპირებებით პენსიისა და რაღაც ფინანსური დახმარებების დაპირებით ცდილობს”

„ახლა რედაქციაში ვუსმენ ნათია თურნავას გამოსვლას პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტი არ ვარ, ადვილად დავინახე, რომ ქვეყანა არა მხოლოდ რეალურად უმკლავდება პანდემიით გამოწვეულ კრიზისს (ბევრ ჩვენზე ძლიერ ქვეყანაში ვარდნა 10%-ს შეადგენს), არამედ წინსვლის გარკვეული პერსპექტივებიც არის”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გამოსვლას ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
„მე უბრალოდ მინდა, მცირე პოლიტიკური შეფასება გავაკეთო: ამ  “ოოოოოპოზიციას”, რომელიც ხალხის დაბოლებას დამპალი ბანანით, მოკბეჩილი მაფინით, აბსურდული დაპირებებით პენსიისა და რაღაც ფინანსური დახმარებების დაპირებით ცდილობენ, ურჩევნიათ, ეს გამოსვლა გადაახვიონ, დააკონსპექტონ და 2024 წლამდე იმეცადინონ. ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და სწორ დასკვნას აკეთებს“, – აცხადებს ჟურნალისტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები