“ეკონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, არამედ – ვირუსის უკონტროლო გავრცელება”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ნათია თურნავა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.
მისი თქმით, მიზნობრივი და ეფექტიანი პოლიტიკა ფასდება ერთი საზომით, გადარჩენილი სიცოცხლეებით.
„ეკონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, არამედ – ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ვირუსის უკონტროლო გავრცელების დროს საწარმოები ვერ მუშაობენ. დროულად მივიღეთ აუცილებელი ზომები და ამას იზიარებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. საერთაშოროსო საკრედიტო სააგენტოებმა ყველაზე კრიტიკული და კონსერვატიული საზომი უცვლელად დატოვა – ინვესტორებს სჯერათ საქართველოს ეკონომიკური მომავლის“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.