რესან კონცელიძე: მოსახლეობას აქტიურად ვაცნობთ საარჩევნო პროგრამას, მათთან დიალოგი საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, რესან კონცელიძისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ტიტე აროშიძის შეხვედრები ბათუმის მოსახლეობასთან გრძელდება.

- რეკლამა -

- რეკლამა -

საარჩევნო კანდიდატები გიორგი ბრწყინვალის, დიმიტრი თავდადებულის, ბესიკისა და მაიაკოსვსკის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.

„მოსახლეობას აქტიურად ვაცნობთ საარჩევნო პროგრამას. მათთან დიალოგი საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს. მჯერა, რომ მათთან შეხვედრები უშედეგოდ არ ჩაივლის და ამის ნათელი დასტური მომავალი არჩევების შედეგი იქნება. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს თანაქალაქელებს. დღესდღეობით არსებულ ეპიდსიტუაციურ სიტუაციაში გამოთქვეს მზაობა ჩვენთან შეხვედრისთვის”, – განაცხადა რესან კონცელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები