,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, დღეს ზუგდიდში ველოგასეირნება გაიმართა
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, დღეს ზუგდიდში ველოგასეირნება გაიმართა, რომელშიც ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.
ველოგასეირნების მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ოთარ ქადარიას განცხადებით, მსგავსი აქციების ჩატარება პერმანენტულად იგეგმება და მისი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა.