მოსკოვის “დინამოს” მწვრთნელი, რომელსაც “ლოკომოტივთან” წაგების გამო გააგდებენ, ქართველებს აქებს

მოსკოვის „დინამოს“ ხელმძღვანლობამ ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა დაიწყო – ინფორმაციას რუსული გამოცემა – „ჩემპიონატი“ ავრცელებს.

კირილ ნოვიკოვის ხელშეკრულება ძალაშია 2021 წლის ზაფხულამდე. მისი გათავისუფლება 17 სექტემბერს გადაწყდა, რადგან ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამო“ სტუმრად „ლოკომოტივთან“ (1: 2) დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა – ეს კი რუსეთში ,,სამარცხვინო წაგებად,, მონათლეს.

ამასთან, თავად ნოვიკოვი ამბობს, რომ “დინამოს” “ლოკომოტივი” სათანადოდ ჰყავდა შეფასებული და თბილისში გამარჯვებისთვის ჩამოვიდა.

“ძალიან სერიოზულად აღვიქვით მეტოქე. “ლოკომოტივი”  კარგი გუნდია, სწრაფი, კარგად გადადის თავდაცვიდან შეტევაში. პრინციპში, შესაბამისი დაუფასებლობა არ ყოფილა. მეტოქემ მაქსიმუმი გააკეთა. ჩვენი მომენტები არ გამოვიყენეთ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები