“რაც “ნაციონალებთან” გადავიდა, უარს ვამბობთ, მხარი დავუჭიროთ” – მანგლისელებმა კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დატოვეს

მმართველი პარტიიდან “გაერთიანებულ ოპოზიციაში” გადასული კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დღეს კიდევ ოცდათხუთმეტამდე მოქალაქემ დატომა. მათი განცხადებით, “ნაცმოძრაობის” დროს მანგლისში უამრავი ოჯახის მიმართ ზეწოლა ხორციელდებოდა და არ სურთ კვლავ ამ ძალის დაბრუნდება.

მანგლისში მცხოვრები თამარ სუთიძე “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ კახა ოქრიაშვილის „ნაციონალებთან“ გადასვლა ძალიან მიუღებელია ოქრიაშვილის ამომრჩევლებისთვის.

“კახა ოქრიაშვილის მიმართ ნამდვილად კეთილგანწობილი ვიყავი და დიდ პატივს ვცემდი, თუმცა, რაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” გადავიდა, უარს ვიტყვით მასზე მეც და ეს ხალხიც ვინც აქ ვართ. ჩვენს დროში “ნაციონალების” დაბრუნება არაფრით აღარ შეიძლება, ოქრიაშვილი კი ჯერ “ოცნებასთან” იყო და ახლა “ნაცებთან” ყოფნა გადაწყვიტა, ასე არ შეიძლება, ნამდვილად ღალატის ტოლფასია მისი ქცევა. “ნაცების” მმართველობის დროს მანგლისში უამრავმა ოჯახმა განიცადა ზეწოლა და აქ არავის სურს მათი დავბრუნება”, – გვითხრა თამარ სუთიძემ.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკაში ყოფილი სამთავრობო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა და გაირკვა, რომ ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მისი მხარდამჭერთა რიგები, პროტესტის ნიშნად, უკვე 100-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები