საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ეპიდემიური ვითარების მიუხედავად, არჩევნების გადადება არ განიხილება.
მისივე თქმით, ხელისუფლება არჩევნების მაღალ სტანდარტებში ჩასატარებლად ყველაფერს გააკეთებს.
„არამც და არამც არ განიხილება არჩევნების გადადება. არჩევნები, როგორც გამოცხადებულია, ჩატარდება 31 ოქტომბერს და ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ვადებში იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი გარემო არჩევნების მაღალ სტანდარტებში ჩასატარებლად. ასე რომ, არანაირი გადადება ან სხვა ვადებში ჩატარება არ განიხილება”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.