კახა კუჭავა – IRI-ის კვლევაზე: ამ კვლევებშიც კი იმდენად ლიდერობს “ქართული ოცნება”, რომ ჩვენი გამარჯვების შესახებ კითხვა არ ჩნდება

“ის ადგილობრივი მკვლევრები, რომლებიც ამ კვლევებს აკეთებენ, ძალიან ბევრჯერ შემცდარან, მათდა სამწუხაროდ”, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა “საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს.
კუჭავას თქმით, “ქართული ოცნების” გამარჯვების საკითხზე კითხვის ნიშნები არ ჩნდება.
“ის ადგილობრივი მკვლევრები, რომლებიც ამ კვლევებს აკეთებენ, ძალიან ბევრჯერ შემცდარან, მათდა სამწუხაროდ. ამ შემთხვევაშიც, არათუ ცდებიან, მე დარწმუნებული ვარ, რომ ცდილობენ ფაქტებით მანიპულირებას, რათა მაქსიმალურად აჩვენონ, რომ “ქართული ოცნებას” აქვს დაბალი რეიტინგი. თუმცა, ამ კვლევებშიც კი იმდენად ლიდერობს “ქართული ოცნება”, რომ კითხვის ნიშანი არავის უჩნდება, რომ ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები