მამუკა მდინარაძე – IRI-ის კვლევაზე: სასაცილო მონაცემებია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან “საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები შეაფასა.

მისი თქმით, ჩატარებული კვლევები სასაცილოა.

“ეს არის პარადოქსი. 56% ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს, 44% ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ, ანუ “ქართულმა ოცნებამ” მთავრობა უნდა დააკომპლექტოს და პრემიერმინისტრი მან აირჩიოს. 38 თუ 36% ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა დაუჭიროს მხარი. აი, ასეთი სასაცილო მონაცემების შესახებ ვსაუბრობთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები