ეკატერინე ტიკარაძე: აჭარაში კორონავირუსთან მიმართებით რიცხვების კლება იკვეთება, თუმცა, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსთან მიმართებით რიცხვების კლება იკვეთება, თუმცა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე, აჭარაში 500-ზე მეტი საწოლია მობილიზებული.

„აღსანიშნავია, რომ აჭარაში კორონავირუსთან მიმართებით რიცხვების კლება იკვეთება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის იმის საფუძველი, რომ დავმშვიდდეთ. ეპიდემიოლოგებს სჭირდებათ, სულ მცირე, 7-დღიანი კლების ციკლი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ვისაუბროთ, რამდენად კონტროლირებადია ინფექციის გავრცელება. ამ დროისთვის, აჭარაში არის 126 ინფიცირებული, სიტუაცია კონტროლირებადია იმ მხრივ, რომ ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე. ლაბორატორიული ქსელი, ასევე, აწარმოებს თავის საქმეს და დღის ბოლოსთვის კიდევ უფრო ნათელი სურათი გვექნება გასული პერიოდისა, როდესაც ბათუმში მასობრივი ტესტირება ხდებოდა.

მინდა, მადლობა გადავუხადო აჭარის ყველა კლინიკის წარმომადგენელს, რომლებიც კოვიდინფექციის მართვის პროცესში არიან ჩართული. აჭარაში მობილიზებულია 500-ზე მეტი საწოლი და ამ ეტაპზე, 150-მდე საწოლია დაკავებული. ასევე, ეფექტურად მიმდინარეობს სასტუმროებში პაციენტების მკურნალობა. გადაუდებელი დახმარების ცენტრის მხრიდან შეუფერხებლად ხდება პაციენტების გადაყვანა კლინიკებში. აღსანიშნავია, რომ პაციენტების უმრავლესობას უფიქსირდება ინფექციის მსუბუქი ფორმა, რის შემდეგაც ისინი გადადიან სასტუმროებში და მათზე ზრუნავენ ოჯახის ექიმები, რომელთა მართვაც პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თამარ გაბუნიას. პაციენტების ჯანმრთელობას არანაირი რისკი არ ემუქრება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები