ლადო კახაძე: დიაგნოზი ბევრჯერ დამისვამს და არ შევმცდარვარ – ჩემი პროგნოზი 60 პროცენტზე მაღალია

„მე ექიმი ვარ, დიაგნოზი ბევრჯერ დამისვამს და არ შევმცდარვარ და ჩემი პროგნოზი 60 პროცენტზე მაღალია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე GORBI-ს კვლევის მონაცემებს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.

მისი თქმით, ხელისუფალმა ბევრჯერ შეიზღუდა თავი, ბევრჯერ გამოწვევებთან პირისპირ დადგა.

„საერთაშორისო დამკვირვებლები, ელჩები, ექსპერტები, ყველა გაეცნო ამ კვლევას, მაგრამ ეჭვი არავის შეუტანია. მე ასეთ შეკითხვას ვსვამ, მესამე ვადით გადის ეს პარტია, მესამე არჩევნები მოდის, ამბობენ – ახლა მილევადი უნდა იყოს, უნდა ინგრეოდეს, ინგრეოდეს კი არა, ზენიტში წავიდა. ეს ნიშნავს, რომ რესურსი კიდევ მეტი აქვს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ თავისი მოღვაწეობის დროს შეაქვს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც არცერთი წინამორბედი ხელისუფალი არ აკეთებდა. ხელისუფალმა ბევრჯერ შეიზღუდა თავი, ბევრჯერ გამოწვევებთან პირისპირ დადგა”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები