ლადო კახაძე: დედა ასეთ ბრძოლაში არ უნდა შეუშვა, ეს დედის აფარებაა საკუთარი თავის დასაცავად

„დედა ასეთ ბრძოლაში არ უნდა შეუშვა, ეს დედის გაწირვის ტოლფასია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიადატად გიული ალასანიას შესაძლო წარდგენას.
​როგორც ლადო კახაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, თოქ-შოუ “არენაში” განაცხადა, მეგრელები სააკაშვილს ასეთ გადაწყვეტილებას არ შეუქებენ.
„მეგრელები სააკაშვილს ასეთ გადაწყვეტილებას არ შეუქებენ. დედა ასეთ ბრძოლაში არ უნდა შეუშვა. ეს დედის გაწირვის ტოლფასია და დედის აფარებაა საკუთარი თავის დასაცავად. ამას არცერთი მეგრელი  შეუქებს. დედას იქეთ უნდა გადაეფარო. მეუღლეს უნდა გადაეფარო, ოჯახის წესები ეს არის”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები