ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმული ნაბიჯების გამო, ტრამპსა და ნეთანიაჰუს ნობელის პრემიაზე წარადგენენ

იტალიის “ჩრდილოეთ ლიგის” პარტიის წევრმა, პაოლო გრიმოლდიმ ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა.

გრიმოლდის განცხადებით, ისრაელის პრემიერმინისტრმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ბაჰრეინთან ხელშეკრულებების ხელმოწერით, ასევე, საუდის არაბეთთან დიალოგის გაღრმავებით, რამაც უკვე გამოიწვია საჰაერო სივრცის გახსნაზე ისრაელის თვითმფრინავებისთვის.

გუშინ ვაშინგტონში ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

გარდა ამისა, სამმა ქვეყანამ, შეერთებულ შტატებთან ერთად, ხელი მოაწერა აბრაამის შეთანხმებას, რომელიც გამოხატავს ხელმომწერი მხარეების მზადყოფნას, ხელი შეუწყონ რეგიონში მშვიდობისა და რელიგიური დიალოგის დამყარების შესაძლებლობების გაჩენას.

”ვფიქრობ, ისრაელი არის ის, რასაც ჩვენ ყველანი ვიღებთ – მაგრამ ისრაელი ყველაფერზე მეტს იღებს, ეს არის მშვიდობა. მათ მშვიდობა ექნებათ”, – განაცხადა ტრამპმა და ასევე დაამატა – “დღეს ჩვენ ვცვლით ისტორიის კურსს”.

ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მიღწეული შეთანხმება ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევით მოხდა, რაც ექსპერტებს უჩენს იმედს, რომ საამიროებს რეგიონის დანარჩენი ქვეყნებიც შეუერთდებიან.

ნეთანიაჰუს მსგავსად, ნობელის მშვიდობის პრემიაზე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც არის წარდგენილი.

მოსალოდნელია, რომ 2020 წლის ნობელის ლაურეატების დასახელება 5-12 ოქტომბრის პერიოდში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები