გია ვოლსკი: არ ვფიქრობ, რომ ადეკვატური პასუხი შეიძლება, მოეძებნოს იმ განცხადებებს, რომელსაც სააკაშვილი პერიოდულად ისვრის
“არ ვფიქრობ, რომ ადეკვატური პასუხი შეიძლება, მოეძებნოს იმ განცხადებებს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი პერიოდულად ისვრის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, არაადეკვატური განცხადებების ადეკვატურად შეფასება საკმაოდ რთულია.
„სააკაშვილი ხან პოლიტიკოსის რანგში გვევლინება, ხან – უკრაინის ლიდერის, ხან – საქართველოს პრეზიდენტის თუ მთავრობის თავმჯდომარის. ხან ღრუბელ-ღრუბელ მოდის, ხან ზღვით და ხან ხმელეთით. აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ ადეკვატური პასუხი შეიძლება, მოეძებნოს იმ განცხადებებს, რომელსაც სააკაშვილი ისვრის პერიოდულად”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.