გია ვოლსკი – Edison Research-ის კვლევაზე: მთავარი კვლევის ადგილი არის საარჩევნო ყუთი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა.

ვოლსკის თქმით, მთავარი კვლევის ადგილი საარჩევნო ყუთია.

„Edison Research-ის კვლევები, ისევე, როგორც „გორბის” კვლევები და სხვა კვლევები ერთობლივად უნდა განვიხილოთ და მივხვდებით, რომ ის აცდენები, რომელიც არსებობს Edison Research-ის კვლევაში, გარკვეულწილად, პოლიტიკურად არის განპირობებული. მითქვამს და გავიმეორებ, რომ მთავარი კვლევის ადგილი არის საარჩევნო ყუთი და იქ გადავწყვეტთ ყველაფერს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, Edison Research-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: „ქართული ოცნება“ – 38%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 15% ; „ევროპული საქართველო“ – 6%. გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 4%; „ლეიბორისტული პარტია“ – 3% ; „ლელო“ – 3%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%; „გირჩი“ – 3%; მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) – 1%; დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო – 1%. 23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები