ალექსანდრე გეჯაძე: გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხება.

როგორც პროცესის დაწყებამდე გეჯაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სასამართლოში როგორც ბრალდების მხარის მოწმე, დაიკითხება.

“ბოლო ორ ექსპერტიზაში მონაწილეობა მივიღე მეც და ჩემი ცენტრის წარმომადგენლებმაც. ეს არის ის ექსპერტიზები, რომელიც ტრავმის განვითარების მექანიზმს ეხებოდა, ანუ პირველ 8 კითხვას უნდა გაცემოდა პასუხი და მეორე საბოლოო შუალედური ექსპერტიზა ეხებოდა დარჩენილ 20 შეკითხვას, დაზიანებების ხანდაზმულობის საკითხს, წყალში ყოფნის ხანდაზმულობასა და ა.შ. მე წარმოვადგენ ბრალდების მოწმეს და, როგორც ამ ორი ექსპერტიზის მონაწილე ექსპერტი, დაბარებული ვარ სასამართლო პროცესზე კითხვებზე პასუხის გასაცემად. ექსპერტიზებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის. ექსპერტიზების დანიშვნამდეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ის დაზიანებები, რაც გიორგი შაქარაშვილს ჰქონდა, იზოლირებულად აღებული, რეტროპერიტორიანულად და მუცლის წინა კედლის პროექციაზე სისხლჩაქცევების სახით, მათი ხასიათისა და ლოკალიზაციის გათვალისწინებით,   გამოიწვევდა ტკივილის სინდრომს, რაც, ბუნებრივია, შაქარაშვილს გადაადგილებისა და მოძრაობის რესურს შეუზღუდავდა. შეზღუდვა არ ნიშნავს, რომ მოუსპობდა”, – განაცხადა გეჯაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები