კახა კუჭავა: დარწმუნებულები ვართ, აზრს ევროპარლამენტარ კრამონსაც შევაცვლევინებთ

“დარწმუნებულები ვართ, აზრს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონსაც შევაცვლევინებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ კრამონის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც “მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას”.

​”700-ზე მეტი ევროპარლამენტარისგან ერთი ასეთი კრიტიკა არ გამკვირვებია. ესაა ადამიანი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი კრიტიკული გზავნილებით, თუმცა, ერთი წლის წინ ასეთი გზავნილები უფრო მეტი იყო. ჩვენ შევძელით, მათთან მუშაობითა და იმ გადადგმული ნაბიჯებით, რომელიც ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში განვახორციელეთ ყველა დაგვერწმუნებინა, რომ ისინი ცდებოდნენ, დარწმუნებულები ვართ, რომ ვიოლა ფონ კრამონსაც შევაცვლევინებთ ამ აზრს და მივახვედრებთ, რომ ის ნამდვილად ცდება იმ შეფასებაში, რომელიც მან გააკეთა”, – განაცხადა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები