რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან “საზღვარი” გახსნა

რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერმა, მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიასთან ე.წ.საზღვარი 13 აპრილს ჩაიკეტა და ამ ხნის შემდეგ რამდენჯერმე გახანგრძლივდა. უკანასკნელი აგვისტოს ბოლომდე მოქმედებდა.

ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის სულ 90 შემთხვევა იყო გამოვლენილი, ყველა პაციენტი განიკურნა და არცერთი გარდაცვლილა.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მტკიცებით, ახალი შემთხვევები უკვე თითქმის ერთი თვეა, არც გამოვლენილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები