ვლადიმერ კონსტანტინიდი: თურქეთიდან საქართველოს მოქალაქის გადმოსასვენებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის ცხედარს დღეს გვიან ღამით ან ხვალ გადმოასვენებენ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო უწყება მუშაობს.
“გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბულში, თავისივე საცხოვრებელ ბინაში მოკლეს საქართველოს მოქალაქე. მას ჩაუტარდა ექსპერტიზა. პირველადი მონაცემებით, მას ჰქონდა ძალადობის კვალი და მრავლობითი დაზიანებები. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ დანაშაულში ეჭვმიტანილია საქართველოს მოქალაქე. თუმცა, ჯერჯერობით ამის თაობაზე დაზუსტებული მონაცემები თურქეთს არ გამოუქვეყნებია. გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია და აქტიურად ვმუშაობთ, იმისთვის, რომ დროულად მოხდეს გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენება. ეს დიდი ალბათობით, დღეს გვიან ან ხვალისთვის განხორციელდება”, – განაცხადა კონსტანტინიდმა.