“სოფლებთან: მატანი, ზოდი, ქიწნისი საკონტროლო პუნქტები მოეწყო – ამ სოფლებში პირველ ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში”
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ტესტირებასა და თერმოსკრინინგს დაექვემდებარება.
„ასევე, ამ მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში პირველ ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში. ეს გახლდათ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს საბჭომ მიიღო და, ბუნებრივია, ყველა მომდევნო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწვდით დამატებით ინფორმაციას”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.