ამირან სალუქვაძე – აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშზე: დღევანდელი ხელისუფლების მისამართით პოზიტიური შეფასებებია, საქართველო დაფინანსების დარჩენილ 15%-საც მიიღებს
“დღევანდელი ხელისუფლების მისამართით, პოზიტიური შეფასებებია”, – ასე აფასებს ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშსს.
მისივე თქმით, საქართველო დაფინანსების დარჩენილ 15%-საც მიიღებს.
“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ ანგარიშზე რა უნდა თქვათ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა?
ამის მეასედი რომ ყოფილიყო დღევანდელი მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ცრუ ტელევიზიები ტელევიზორებიდან შემოგვიცვივდებოდით სახლებში.
აბა, წაიკითხეთ ქართულად, ვისაც ეჭვი ეპარება, ინგლისურადაც და გააკეთეთ შეფასებები.
ველოდები (სულ ტყუილად) არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ძაან მედასავლეთე, ძაან პროევროპული თუ ევროპული ღირებულებების მატარებელი ტელევიზიებისა და პოლიტიკოსების შეფასებებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ:
„ექსპროპრიაციის შესახებ დავები საქართველოში გავრცელებული არ არის, თუმცა წინა მთავრობის პირობებში (2012 წლამდე), მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოჭრეს პრობლემური საკითხები სვანეთში, ანაკლიაში, გონიოსა და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე, საკუთრების ისტორიული უფლებების უკანონო გაუქმების შემთხვევების შესახებ. წინა მთავრობის დროს ადგილი ჰქონდა ქონების გადაცემის შემთხვევებს, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და, სავარაუდოდ, ხდებოდა იძულებითი წესით“.
რისი შემფასებლები ხართ. გაისუსებით ახლა, თითქოს, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ამაზე მეტი რა უნდა დაგაბრალონ?!
ჰო, დღევანდელი ხელისუფლების მისამართით პოზიტიური შეფასებებია. ჩაგივარდათ სანქციების საკითხი. დაფინანსების დარჩენილ 15%-საც მიიღებს საქართველო.
ანგარიშს გავეცნობი და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით დავუბრუნდები”, – წერს სალუქვაძე.
“საქართველოს ბიზნეს გარემო გახსნილი, გამჭირვალე და მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის, მათ შორის, ამერიკული ინვესტიციებისთვის”, – აღნიშნულია ანგარიშში.