მსოფლიოში კოვიდ19-ს 904 675 ადამიანი ემსხვერპლა.
განახლებულ სტატისტიკას ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი ავრცელებს.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას – ის 27 911 537 შეადგენს, ვირუსის დამარცხება 18 817 081-მა პირმა შეძლო.
სტატისტიკის მიხედვით, პირველ ადგილს ისევ აშშ იკავებს, სადაც 6 365 595 დადასტურებული და 190 909 ლეტალური შემთხვევაა.
ინდოეთმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანაში 4 465 863 ინფიცირებულია, ვირუსს 75 062 პაციენტი ემსხვერპლა. მესამე ადგილზეა ბრაზილია, აქ 4 197 889 დადასტურებული შემთხვევაა და 128 539 ლეტალური.
ხუთეულში შედიან რუსეთი და პერუ.
რაც შეეხება ევროპის კონტინენტს აქ – ანტილიდერი ესპანეთია, 543 379 დაავადებულითა და 29 628 გარდაცვლილით. შემდეგ მოდის საფრანგეთი, ბრიტანეთი, იტალია და გერმანია.