საქართველოში სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე კრემლში კომენტარი გაკეთდა

“საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს არავისთვის მოუტანია არც წარმატება და არც – კეთილდღეობა.

“ჯამურად, რა თქმა უნდა, არ მომხდარა ისე, რომ სააკაშვილის გამოჩენა რომელიმე ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე რაიმე სახის დადებითი შედეგის მომტანი ყოფილიყო, უფრო – უარყოფითი”, – თქვა პესკოვმა.

ამასთან, მისივე თქმით, სააკაშვილის ასეთი დაბრუნება რუსეთს ზიანს არ მიაყენებს.

“არ მგონია, რომ ასეთმა ოდიოზურმა პიროვნებამ ჩვენს ქვეყანას რაიმე სახის ზიანი მიაყენოს. არა, არ შეუძლია”, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები