აჭარაში 15 აგვისტოს შემდეგ ნამყოფ პედაგოგებს პრემიერი სახლში დარჩენას ურჩევს

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მასწავლებლებსა და სასწავლო დაწესებულებების თანამშროლებს, თუ ისინი 15 აგვისტოს შემდეგ აჭარაში იმყოფებოდნენ, ურჩევს, რომ სამსახურში არ მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ ყოვლისა, მასწავლებელს ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, რა თქმა უნდა, 2 კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ, საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი სამინისტრო – განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და თავი შეიკავონ სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან”, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და ცალკეულ მედიასაშუალებებში არსებული შესაძლო რისკებიდან გამომდინარე, მედია დღევანდელ სხდომას არ დაასწრეს. შესაბამისად, მთავრობის სხდომის გაშუქებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური უზრუნველყოფს.

ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დაიწყება შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება. რისი გეგმაც შემუშავებულია.

საჯარო სკოლებში, ასევე, უმაღლეს სასაწავლებლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 57-ით გაიზარდა და 1830 შეადგინა.

თებერვლიდან მოყოლებული, ეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე მაქსიმალურ მაჩვენებლად 8 სექტემბრის მონაცემები ითვლებოდა, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათის განმავლობაში 45-ით გაიზარდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 9-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ამ დროისათვის, საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1334 ადამიანი, გარდაცვლილია 19.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები