“გირჩი”: წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები, რომლებიც შესაძლოა, მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, სიმღერას, ალკოჰოლის მიღებასა და სხვადასხვა რიტუალის ჩატარებას
პოლიტიკური პარტია „გირჩი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები, რომლებიც შესაძლოა, მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, სიმღერას, ალკოჰოლის მიღებასა და სხვადასხვა რიტუალის ჩატარებას.
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა – ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრაში.
შეხვედრები იქნება სხვადასხვა ტიპის და, გარდა პარტიული აგიტაციისა და ,,გირჩის,, ლიდერებთან პირადი კონტაქტის დამყარებისა, თავის თავში შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალის ჩატარებას.
აღნიშნული შეხვედრების ნაწილის ორგანიზებაში გვეხმარებიან მეგობრები, მხარდამჭერები და კომპანიები, რომელთაც აქვთ ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობის გამოცდილება.
რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ნებისმიერი მიზეზითა და ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ასეთი შეხვედრების ორგანიზებაში ჩვენ მიერ აღქმული იქნება, როგორც ხელისუფლების მიერ ,,გირჩისთვის,, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა”, – ნათქვამია განცხადებაში.