ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტად შემზღუდავი და მკაცრი ზომები საჭირო არ გახდეს, ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს

„სამწუხაროდ, ის მეორე ტალღა, რომელსაც მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ, საქართველოში უკვე დაწყებულია”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა ისეთ მკაცრ შეზღუდვებს, როგორიც კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე იყო დაწესებული, ვერ გაუძლებს.

„სამწუხაროდ, პრაქტიკულად, ის მეორე ტალღა, რომელსაც მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ, საქართველოში უკვე დაწყებულია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარია, ჩვენმა ხელისუფლებამ პირველივე დღიდან ყველაფერი გააკეთა, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლზე აეყვანა და ეს პროცესი მართვადი ყოფილიყო. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს. შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებებისა და  ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, იმედი გვაქვს, შედარებით უმტკივნეულოდ გავივლით ამ პროცესს“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები