SURVATION: ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 55,7 % ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა

“რუსთავი 2-ის” დაკვეთით Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 55,7 % ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, “ნაციონალურ მოძრაობას” ხმას გამოკითხულთა 16,2 % მისცემდა.

“კითხვაზე – საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – შედეგები ასეთია:

გამოკითხულთა 55,7 % ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას”, 16,2% – “ნაციონალურ მოძრაობას”, 6,0%- გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებელს”, 5,6% – “ევროპულ საქართველოს”, 4,5 %- “ლეიბორისტულ პარტიას”, 3,9 % – “პატრიოტთა ალიანსს”, 3,7 % – “ლელოს”, 2,2% – “გირჩს”, 1% “ერთიანი საქართველო”, 0,5 % – “თავისუფალი დემოკრატები”, 0,7 %- სხვა”.

ბრიტანულმა კომპანია Survation-მა 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით 1 200 ადამიანი გამოკითხა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები