„თელასის“ აქციების 24,5%-იანი წილი 32 380 383 ლარად გაიყიდა

„თელასის“ აქციების 24,5%-იანი წილი “ბესტ ენერჯი გრუპმა” 32 380 383 ლარად შეიძინა. საჯარო აუქციონი დღეს გაიმართა. საწყისი ფასი 10,511 მლნ დოლარს შეადგენდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს ამონაწერის მიხედვით, შპს „ბესტ ენერჯი ჯგუფი“ 2018 წლის 2 აგვისტოსაა დაფუძნებული. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა. კომპანიის დირექტორია თამარ გახარია.

ბოლო 6 თვის მონაცემებით, „თელასმა“ რეალიზაციიდან 190.59 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო მაშინ, როცა 2019 წლის ამავე პერიოდში შემოსავალი 226 მლნ-ს აღემატებოდა. ზარალმა, დაახლოებით, 36 მილიონი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები