ამირან გამყრელიძე: მოვუწოდებ დამსაქმებლებს, თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღება მიაქციონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, თავიანთი თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით მოეკიდონ.

მისივე თქმით, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში საზეიმო მიღებები რეკომენდებული არ არის.

“რეკომენდებულია დისტანციური მუშაობა. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში არ არის რეკომენდებული საზეიმო მიღებები და აღნიშვნები. მოვუწოდებ ყველა დამსაქმებელს, ისინი ვალდებულები არიან, თვალ-ყური ადევნონ თავიანთი დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას და არ დაუშვან არავინ სამსახურში მომატებული ტემპერატურით, თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდება, დამსაქმებლებმა ისინი ცხელების ცენტრში უნდა გადაამისამართონ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები