უამინდობის გამო, ცაგერში მეწყერი ჩამოწვა (ფოტოკოლაჟი)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112,,-ში ცაგერში უხვი ნალექის გამო სოფელ ლაშიჭალაში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ შეტყობინება შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეწყერმა ორი ავტომობილი მოიყოლა.

მათივე ცნობით, ადგილზე უმოკლეს დროში მეხანძრე-მაშველების 3 ეკიპაჟი გამოცხადდა. მათ ავტომობილი მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს და დეტალურად დაათვალიერეს. ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. სოფელ ლაშიჭალაში იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები