ბოლო მონაცემებით, აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა 109-მდე გაიზარდა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 109-მდე გაიზარდა. პაციენტებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, ოცს სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება, დანარჩენი პაციენტების უმრავლესობა კი უსიმპტომოა.

ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გიორგი კიკაბიძემ განაცხადა.

„პაციენტებიდან ორი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ – სტაბილური. გაუარესება არ აღენიშნებათ, უკეთესობისკენ მოდიან, მაგრამ მაინც მძიმედ მიიჩნევა მათი მდგომარეობა. გვყავს 20 პაციენტი სხვადახვა ხარისხის პნევმონიით, დანარჩენებიდან უმრავლესობა უსიმპტომოა“, – განაცხადა კიკაბიძემ.

მისივე განმარტებით, კლინიკა 170 კოვიდპაციენტზეა გათვლილი.

ცნობისთვის, დღეს დილით აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 101 იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები