სასტუმრო “პარაგრაფი” მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

“მოგახსენებთ, რომ პიროვნება, რომელსაც დაუდასტურდა Covid-19, არ არის სასტუმროს – “პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილის” შტატში რიცხული თანამშრომელი”, – ამის შესახებ სასტუმროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, სასტუმრო “პარაგრაფი” მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

“მოგახსენებთ, რომ პიროვნება, რომელსაც დაუდასტურდა Covid-19, არ არის სასტუმროს – “პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილის” შტატში რიცხული თანამშრომელი და იმყოფებოდა სასტუმროში დროებით. მისი ოჯახის წევრები ისვენებდნენ ბათუმში და იგი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებდა მათთან. აღნიშნულ პირს ვირუსი დაუდასტურდა თბილისში ყოფნისას და იგი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. რამდენიმე თანამშრომელს, რომელიც იყო მასთან შემხებლობაში, ჩაუტარდა ტესტირება და ყოველივე მათგანს მიღებული აქვთ უარყოფითი პასუხები. ისინი, ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი რეკომენდაციებით, რჩებიან იზოლაციაში, სასტუმრო ,,პარაგრაფი,, აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები