პარლამენტი მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს.

კანონპროექტის თანახმად, მინიმალური ხელფასის ოდენობას მთავრობა ყოველწლიურად განსაზღვრავს.

დამსაქმებლები, კანონის დარღვევის შემთხვევაში, პირველ ჯერზე 2000 ლარით, განმეორების შემთხვევაში 4000 ლარით დაჯარიმდებიან.

მოქმედი შრომის კოდექსით მინიმალური ხელფასის ოდენობა განსაზღვრული არ არის. ამ საკითხს ფორმალურად საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულება არეგულირებს, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასის ოდენობა თვეში 20 ლარად განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები