“ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით, ჭიათურაში, სოფელ კაცხში საზაფხულო ბანაკმა – “გაიცანი ჭიათურა” სტარტი აიღო (ფოტო, ვიდეო)

“ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში საზაფხულო ბანაკმა – “გაიცანი ჭიათურა” სტარტი აიღო. პროექტი შემეცნებითია. იდეის ავტორი ადგილობრივი ახალგაზრდა, მარიამ დოღაძეა.

ბანაკი ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდა ლიდერებს აერთიანებს.
პროექტში 25 მოზარდი მონაწილეობს, მათ შორის, ჭიათურიდან, ზესტაფონიდან და ვარციხედან. ახალგაზრდები ბანაკში 4 დღის განმავლობაში დარჩებიან. დღის წესრიგშია გაცნობითი და ინტელექტუალური თამაშები, სპორტულ-შემეცნებითი აქტივობები, ასევე, დებატები, ლაშქრობები, საბანაკე თამაში – „იპოვე დამალული განძი“ და ა.შ.

„პროექტი ჩვენთვის, ადგილობრივი მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის შესაძლებლობას გვაძლევს, ახალი ცოდნა შევიძინოთ, უკეთ გავიცნოთ რეგიონი, ერთმანეთი, განვიმუხტოთ… ბანაკის ინიციატივა მე მეკუთვნის და მიხარია, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ მას მხარი დაუჭირა. პროექტში აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზეც გავაკეთე. ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებები ადგილობრივი საოჯახო სასტუმროებისთვისაც მნიშვნელოვანია…. ჭიათურის მუნიციპალიტეტს ძალიან დიდი ინტელექტუალური და ტურისტული პოტენციალი აქვს და მიხარია, რომ არიან ადამიანები, ვინც ამ თემების რეალიზებით დაინტერესდნენ. დიდი მადლობა „ჯორჯიან მანგანეზს” გვერდში დგომისა და ჩვენი იდეების გაზიარებისთვის“, – აღნიშნა მარიამ დოღაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები